17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
სცენაზე ყოფნის 35 წელი - ნინო ანანიაშვილის კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა

ნინო ანანიაშვილის სცენაზე ყოფნის 35 წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა კონცერტით აღინიშნა. პრიმა ბალერინასთვის განსაკუთრებული კონცერტი კიდევ უფრო გამორჩეული მორიგი სიურპრიზის დამსახურებით გახდა.

მსოფლიოში ერთადერთ ბალერინას, რომელსაც 4 უმაღლესი საერთაშირისო საბალეტო ჯილდო აქვს, კულტურის სამინსიტრომ კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო ხელოვნების ქურუმი გადასცა.

პედაგოგები, რომლებიც ხშირად სცენის მიღმა რჩებიან, ბალეტისგან განსხვავებული ქორეოგრაფიული ნომრით მაყურებლის წინაშე, მოცეკვავეებთან და პრიმა ბალერინასთან ერთად, წარსდგნენ. მაყურებლისთვის კი სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელშიც ნინო ანანიაშვილის 35-წლიანი სასცენო მოღვაწეობა იყო ასახული.

ანანიაშვილი და მისი საბალეტო დასი მაყურებელმა ამჯერად იაპონიაში გააცილა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტს საგასტროლოდ რამდენიმე სპექტაკლი მიაქვს, მათ შორის ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი სერენადა, პიოტრ ჩაიკოვსკის მძინარე მზეთუნახავი და ლუდვიგ მინკუსის დონ კიხოტი.

დასი გასტროლებზე ხვალ გაემგზავრება და დედაქალაქში 21 მარტს დაბრუნდება.

დღის ამბები