17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილბრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მძღოლების დაჯარიმებას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციამ უკანონო პარკირებისათვის 2 მძღოლი დააჯარიმა, რამაც იქვე მყოფი მოსახლეობის რეაქცია და პატრულის მიმართ დაპირისპირება გამოიწვია.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.

მომხდარს ადგილობრივები საპატრულო პოლიციის ახალ უფროსს უკავშირებენ.

დღის ამბები