17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი - მუსიკალური ნაწილი 3 საათს გაგრძელდა

რუსთავი2-ის გუნდმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს საჩუქარი გაუკეთა. სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართული აქციის მუსიკალური ნაწილი სიმბოლური სიმღერით დაიწყო.

ღია ცის ქვეშ კონცერტი იმ ახალგაზრდა მუსიკოსებმა დაიწყეს, რომლებიც საზოგადოებამ რუსთავი2-ის მუსიკალური გადაცემების და პროექტების მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ წარმატებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც მიაღწიეს. დღეს ისინი, ყველა ერთად, რუსთავი2-ის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

რუსთავი2-ის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების გარდა, ის ადამიანები მივიდნენ, ვისთვისაც ეს ტელეკომპანია ძვირფასია და ვინც თვლის, რომ რუსთავი2-მა მაუწყებლობა იგივე რედაქციითა და არსით უნდა გააგრძელოს.

რუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქციის მუსიკალური ნაწილი, დაახლოებით, 3 საათს გაგრძელდა. ღონისძიება კი ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის კონცერტით დასრულდა.

 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები