17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება და შეფასებები

სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას სპეციალისტების ნაწილი საპატრიარქოში არსებული პრობლემების დაფარვისა და ინსტიტუციის ჩაკეტვის მცდელობად აფასებს. რელიგიათმცოდნე ზელიმხან უძილაური მიიჩნევს, რომ სინოდის წევრების განაწყენება ჭყონდიდის მიტროპოლიტისა და საპატრიარქოს ტელევიზიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ხმაურიან საჯარო განცხადებებს უკავშირდებ.

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებებით სასულიერო პირთათვის დადგენილი კანონიკური და ეთიკური წესები დაარღვია. მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენა. მას დროებით ჟურნალისტებთან ურთიერთობაც შეეზღუდა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის გადაწყვეტილებას "უსამართლოს" უწოდებს.

სპეციალისტები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება და სასულიერო პირებს შორის ღია დაპირისპირების პროცესი ე.წ. ციანიდის საქმემ დააჩქარა.

თეოლოგ ლევან აბაშიძის აზრით, წმინდა სინოდმა არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო. ის ე.წ. ციანიდის საქმეზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე მიუთითებს, რომელმაც მისი აზრით, მეუფე პეტრეს პოზიციები შეასუსტა და მისი ბრალდებების ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები