17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოვალეობების კონკრეტული შეზღუდვების ნუსხა უკვე ცნობილია

ქართულ ოცნებაში პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ინიციატივისთვის აკრიტიკებენ. საკონსტიტუციო კომისიაში უკვე არსებობს კონკრეტული შეზღუდვების ნუსხა. იმ შემთხვევაში, თუ იმ წინადადებების გათვალისწინება მოხდა, რაზეც კომისია ამ დროისთვის მსჯელობს, ქვეყნის ახალ უზენაეს კანონში პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად იქნება შეკვეცილი.

პრეზიდენტს თავდაცვის საბჭოს მოწვევა, რომელიც უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს, მხოლოდ ომის შემთხვევაში შეეძლება.

პრეზიდენტს ეზღუდება უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც განიხილება კომისიაში, ასევე პრემიერის თანხმობა დასჭირდება პრეზიდენტს ვეტოს დადების საკითხშიც.

ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელზეც მსჯელობს კომისია, ეხება პრეზიდენტის უფლებას მოქალაქეების მინიჭებასთან და თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. ყველაზე სადაო ამ ეტაპისთვის კონტრასიგნაციის საკითხია, რომელიც პატიმრების შეწყალებას შეეეხება. ამაზეც პრეზიდენტს ასევე პრემიერის თანხმობა დასჭირდება.

პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების, უმაღლესი სამხედრო სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების.

საკონსტიტუციო კომისიის მომდევნო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება. ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი ვერსია კომისიამ აპრილის ბოლოს უნდა წარადგინოს. ახალი კონსტიტუცია საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები