17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
მმართველი გუნდი VS პრეზიდენტი

პრეზიდენტის განცხადებებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მმართველი გუნდის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ განცხადებები ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსვლაზე უარი თქვა.

არასაპრეზიდენტო მმართველობა იყო კიდევ ერთი თემა, რის გამოც თავიდან ერთიანი გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირება საჯარო გახდა.

თუ კონსტიტუციის თანახმად უშიშროების საბჭო პრეზიდენტს ექვემდებარება, პრემიერმა ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შექმნა, იგივე წევრებით და იგივე განსახილველი საკითხებით.

ურთიერთობა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ შეცვლილა ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგაც. ქვეყნის პირველი პირი ვიცეპრემიერ კალაძის მხრიდან თავდასხმის ობიექტი მაშინვე გახდა, როგორც კი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ კორცხელში მომხადარი ინციდენტის სასწრაფო გამოძიება მოითხოვა.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯაროდ განხილვის ინიციატივით გამოვიდა, ის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივებით და განცხადებებით კიდევ გამოვა, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ცვლილება 2018 წლიდანვე ამოქმედდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი მაინც განიხილეს, რომელსაც უმრავლესობიდან არავინ დასწრებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები