17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია - მესამე სექტორი მმართველი გუნდის სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ გააქტიურებას ვარაუდობს

რუსთავი2-თან ერთად მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლებისთვის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იბრძვიან. რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე დღეს ყველა ის ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა, რომელსაც პროევროპული კურსი დეკლარირებული აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა მეთოდებით კიდევ უფრო აქტიურად შეეცდება.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ხელსუფლების ყველა წარმომადგენელს რომ ერთნაირი პასუხი აქვს, პოლიტიკოსებს არ უკვირთ. ქართული ოცნების მთავარი გზავნილი, თითქოს რუსთავი2 სტრასბურგში საქართველოსთან დაობს, მათი თქმით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დღეს პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა გიორგი კვირიკაშვილი რუსული ნარატივის შემცველი განცხადებების გაკეთებასა და ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულეს. მათ ასევე გააკრიტიკეს იმ განცხადების გამო, რომლითაც პრემიერმა ევროპარლამენტარების კრიტიკულ წერილს უპასუხა.

დღევანდელ აქციაზე მყოფი სამოქალაქო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების ვარაუდით, რუსთავი2-ის შევიწროვებას ხელისუფლება სხვა გზებით გააგრძელებს და თავისუფალი სიტყვის დასაცავადაც მათ შეკრება კიდევ არაერთხელ მოუწევთ.

დღის ამბები