17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
როგორც ჩანს, ჩვენი სასამართლო ვერ უმკლავდება პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს - ეკა გიგაური რუსთავი2-ის საქმეზე

„ფაქტობრივად ამ ადამიანების გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის რეპუტაციას,“ - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთავი2-თან დაკავშირებით.

კურიერის ეთერში ეკა გიგაურმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას, მოთხოვნა, რომ უზენასი სასამართლოს მოსამართლეები წავიდნენ თანამდებობიდან, ლოგიკურია.

„რეალურად, როგორც ჩანს, ჩვენი სასამართლო ვერ უმკლავდება პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს და მაშინვე, როგორც კი პოლიტიკურად სენსიტიური საკითხები განიხილება სასამართლოში, აქ უკვე ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

ეკა გიგაური პრემიერმინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილზე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პრობლემები მედიაგარემოსთან დაკავშირებით არ არის გაანალიზებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები