17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მათი რეპუტაცია ძალიან დაბლა დაეცა - ლიკა ბასიალია-შავგულიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე

„მათი რეპუტაცია ძალიან დაბლა დაეცა და ამის ფონზე, მათ თვითონ უნდა დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა შეგვიძლია კი ამ ქვეყანაში სამართლის მოტანა, ვიყოთ იმ პოზიციაზე სადაც ვართ და ისევ გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა,“ - ასე აფასებს საინფორმაციო პორტალის ევროპა საქართველოსთვის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობას.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ხელისუფლების მხრიდან მომავალში ევროსტრუქტურებისთვის შეუსაბამო გარკვეული ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს.

„რეალურადა ჩანს, რომ არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა ქმედებებზეც წავიდეს ხელისუფლება, რაც იქნება ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის რეალურად უკვე დაპირისპირებაში შესვლა ევროსტრუქტურებთან და არის ძალიან ცუდი პროცესი,“ - განაცხადა ლიკა ბასიალია-შავგულიძემ.

კურიერის ეთერში მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყურადღება არ მიაქციოს და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულოს. 

დღის ამბები