17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
დაპირისპირება ბათუმში - აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ბათუმში ამ წუთებში დაპირისპირებაა. ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაა გადაკეტილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ პოლიციასთან ინციდენტის დროს დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი პოლიციის სამმართველოს შენობასთან განაგრძობს პროტესტს. სულ ამ დროისთვის 5 ადამიანია დაკავებული. დაპირისპირება დღის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დააჯარიმა.

შელაპარაკებისას პოლიციელებმა მძღოლები დააკავეს, ადგილზე მყოფი თვითმხილველებმა მხარი მძღოლებს დაუჭირეს და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები