17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
უზენაესი სასამართლო არის გაკოტრებული, ნდობადაკარგული უწყება - ოთარ კახიძე

„უნდა დადგეს იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე გააკეთა.

ოთარ კახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებამ ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი.

„უზენაესი სასამართლო არის გაკოტრებული, ნდობადაკარგული უწყება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს და ის კრიტიკული მედია აღარ იყოს.

ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ინსტიტუტზეც გააკეთა კომენტარი.

„ივანიშვილს არ მოსწონს, რომ პრეზიდენტმა გაუბედა და მისგან საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები