17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ბათუმში მომხდარი ინციდენტი ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს - არმაზ ახვლედიანი ბათუმში გამართულ აქციაზე

არმაზ ახვლედიანი მოსახლეობას და პოლიციას ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ბათუმში აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო და მოსახლეობამ ქუჩების გადაკეტვა სცადა. ისინი პოლიციის მიერ, მათი თქმით, უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დაჯარიმებას აპროტესტებენ.

„ვიყავი ადგილზე და როგორც ვხვდები, აქ უბრალოდ გაუგებრობასთან საქმე არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ნორმალურ ვითარებაში, პოლიციისადმი და პოლიციელისადმი პატივისცემა ვფიქრობ, რომ არის კულტურის მაჩვენებელი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პოლიციელს, ის იცავს ჩვენს უფლებებს ნორმალურ ვითარებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიციელი ემსახურება ადამიანს და არ შეიძლება, რომ მან ზურგი აქციოს ადამიანს, არ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.  

არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ ფართო სახე უნდა მიიღოს.

„ბათუმში მომხდარი ინციდენტი საბოლოო ჯამში, ალბათ, მოითხოვს გამოძიებას ობიექტურს, მაგრამ აქ, ალბათ, ვერავინ ვერ დაკმაყოფილდება იმით, თუ გამომძიებელი კვლავ პოლიციელი იქნება,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

დღის ამბები