17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
პოლიცია ცდილობს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქსიმალურად კორექტული იყოს - ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება - აჭარის მდივანმა, ცოტნე ანანიძემ, ბათუმში მიმდინარე აქციაზე შაბათის კურიერთან სატელეფონო ჩართვის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, სიტუაცია შედარებით სტაბილური და მშვიდია.

„პოლიცია ცდილობს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქსიმალურად კორექტული იყოს. ქართული ოცნება ცდილობს, მედიატორის როლი შევასრულოთ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის,“ - აღნიშნა ანანიძემ და ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიცია გადაჭარბებულად იქცევა.

მისი განცხადებით, პოლიციის მიმართ ბრალდებებს დადასტურება სჭირდება და, თუ ის დადასტურდება ქართული ოცნება კანონის მხარეს იქნება. 

დღის ამბები