17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
ეს პროცესი შესაძლოა, იყოს მართული - ხათუნა სამნიძე ბათუმში მიმდინარე აქციაზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ხელისუფლებას ოპერატიულობის გამოჩენას და ინციდენტის შესწავლას სთხოვს. ის აცხადებს, რომ ეს პროცესი მართულია. მან ასევე ახსენა რამდენიმე დღის წინა მერაბ ღოღობერიძის განცხადება, რომელიც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდა. მისი თქმით, ეს პიროვნება სუს-თან არის დაკავშირებული.

„ამ ტიპის განწყობები, ამ ტიპის მზა ფრაზები, ასლან აბაშიძის დროინდელი ფრაზები, ძალიან ჰგავს, რომ ეს პროცესი შესაძლოა, იყოს მართული. მე მიჩნდება ასეთი ეჭვი. მე მოვუწოდებ, პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას, რომ თავი შეიკაონ მათმა წევრებმა ასეთი ტიპის განცხადებებისგან,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, უფრო უარესი სახე არ მიიღოს, რის გამოც ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები