17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ნოდარ დუმბაძის თქმით, პოლიციის მთავარ სამმართველოში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატები იყვნენ შესული

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნოდარ დუმბაძის, თქმით, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესულები იყვნენ მთავარ სამმართველოში და მათ შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

დუმბაძე ბათუმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს.

ნოდარ დუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს საპატრულო პოლიციის უფროსი და გაათავისუფლონ დაკავებულები. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარლებს "თათრები" დაუძახა.

ამავე თემაზე
დღის ამბები