17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
შევხვდით აქციაზე დაკავებულ 6 პირს, რომლებიც პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებით მიმართვას არ ადასტურებენ - ციალა ქათამიძე

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ციალა ქათამიძე, აცხადებს, რომ ბათუმში გამართულ აქციას სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება.

მისი თქმით, დაკავებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და ისინი არ ადასტურებენ, რომ დაკავებისას დისკრიმინაციულად მიმართავდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

„ჩვენ შევხვდით ასევე აქციაზე დაკავებულ 6 პირს, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციასთან პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებისას გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებები ან დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებით მიმართვა, არ ადასტურებენ,“ - აცხადებს ციალა ქათამიძე.

დღის ამბები