17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
ვდგავართ ახლა იმისთვის, რომ არ მოხდეს შეღწევა პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე - მედეა ვასაძე ბათუმში მიმდინარე აქციაზე

პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელი, მედეა ვასაძე, აცხადებს, რომ პოლიციაში მოსახლება შეღწევას ცდილობს.

„ვდგავართ ახალ იმისთვის, რომ არ მოხდეს შეღწევა პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე, რაც მოგეხსენებათ, ძალიან სახიფათოა და გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული,“ - განცხადა მედეა ვასაძემ.  

მისი თქმით, 1000-მდე ადგილობრივია პოლიციის შენობასთან მობილიზებული. მან აღნიშნა, რომ ამ ვითარებას დაკავებულების გათავისუფლება გარკვეულწილად განტვირთავს.

მედეა ვასაძე გამორიცხავს, რომ ეს პროცესები მართული იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები