17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
შსს და ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა, მაგრამ მათი მოთხოვნა არის უცვლელი - ირაკლი ჭეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, ხელუსუფლების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისთვის მზადყოფნას ასახელებს. მოსახლეობა დაკავებული 6 ადამიანის გათავისუფლება ითხოვს.

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, მოლაპარაკების შემდეგ შსს-ს თანამშრომლები გზის გათავისუფლების სანაცვლოდ დათანხმდნენ დაკავებული პირების გათავისუფლებას.

„შსს და ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა, ანუ პირადად მე ვიყავი ამ პროცესში ჩართული და მოლაპარაკების მაგიდასთან მეც ვიყავი. რაც შესთავაზა შსს-მ, რომ მოსახლეობას გაეთავისუფლებინა მისავალი ნაწილი და გადასულიყვნენ მეორე მხარეს და ყველა, 6-ივე დაკავებული მოქალაქე იქნება გათავისუფლებული. მივედით, ვცადეთ აგვეხსნა მოსახელობისთვის, მაგრამ მათი მოთხოვნა არის უცვლელი. ჯერ ითხოვენ გათავისუფლებას იმის შემდეგ ვერც კი ამბობენ ისინი დაიშლებიან თუ არ დაიშლებიან,“ - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა. 

 

დღის ამბები