17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველო „სოციალური სიდუხჭირის გეტოდ“ გადაიქცა

„მძიმე ღამე გვქონდა გუშინ ყველას ბათუმში,“ - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ მოვლენები ასეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ამ მოვლენების მიზეზად ხელისუფლების მიერ ქვეყნის „სოციალური სიდუხჭირის გეტოდ“ გადაქცევას ასახელებს.

„სამართლიანი სოციალური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობის გამო გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, მთავრობა ადამიანებს არანაირ ანგარიშს არ უწევს და ქვეყანაში „სოციალური ბუნტი“ იწყება. შალვა ნათელაშვილი, ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, სანამ მინისტრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, პრეზიდენტები გავხდებით, ჯერ ხო ადამიანები ვართ? და ადამიანური ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები