17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
"პრემიერი ვალდებულია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა," - მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებას და ვანდალურ ფაქტებს გმობს. 

"შექმნილი ვითარება მწვავე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ყველა ნიშანს შეიცავს, რომელშიც ხელისუფლების სრული უსუსურობა და არაორგნიზებულობა გამოავლინა.

"უკიდურესად უტიფარი და არაადექვატური იყო პრემიერ-მინისტრის დაგვიანებული განცხადება, რომელმაც შექმნილი სიტუაცია ე.წ. ”დესტრუქციული ოპოზიციას” გადააბრალა. აღნიშნულ განცხადებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც ხელისუფლების მცდელობას თავისი მმართველობის მძიმე შედეგები გამოიყენოს ქვეყანაში ალტერნატიული აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.

"საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში პრემიერი კვირიკაშვილი ვალდებულია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ასევე ბათუმში განვითარებულ კრიზისსა და მასზე მთავრობის უნიათო რეაგირებაზე და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან,” - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის განცხადებაში.

დღის ამბები