17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში - წინასწარი შედეგები ხვალ გამოქვეყნდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დილის 08:00 საათიდან მიმდინარეობს. ერთმანდატიან 35 საარჩევნო ოლქში 150-ზე მეტი უბანია გახსნილი.

ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად კი 140-მდე დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები იმ შემთხვევაში გამოცხადდება ჩატარებულად, თუ მასში ელექტორატის 25 პროცენტზე მეტი მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვებულმა კანდიდატმა კი ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს. სოხუმში დილითვე მისცა ხმა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ. ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები