17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში პოლიციელებს გუშინდელ აქციაზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„გუშინდელ ღამეს ჩვენ გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, ნაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს,“ - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები