17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
როცა კრიზისია ქვეყანაში, მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - ბაჩუკი ქარდავა ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი აზრით, დღევანდელი მთავრობის უუნარობის შესახებ ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება.

„ასეთ ვითარებაში, დაწყებული რუსთავი 2-ის საქმიდან გაგრძელებული იმით, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, ყოველი დღე წვეთ-წვეთად ემატება მთავრობის მეთაურის ქმედებებს უსუსურობა და უუნარობა. არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს მეთაური, რომელიც იმართება გარედან. ახლა არ გვაქვს განცდა იმისა, რომ დღეს ახალი პრემიერი რომ დაინიშნოს, ის არ იქნება მართული ბიძინა ივანიშვილის მიერ, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ როცა კრიზისია ქვეყანაში, მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები