17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
მძიმე ღამე ბათუმში და პოლიტიკური შეფასებები - მმართველი გუნდი თითს ოპოზიციისკენ იშვერს

ყოფითი შემთხვევა, რომელიც მართულ არეულობაში გადაიზარდა - ასეთია ღამით ბათუმში განვითარებული მოვლენების პოლიტიკური შეფასება, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა ხელისუფლება დესტრუქციის ორგანიზებაში ოპონენტებს ადანაშაულებს, ოპოზიციური სპექტრი კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე არ უსაუბრია ვიცე-პრემიერს. კახი კალაძე დღეს მინიშნებებს აქციის შესაძლო ორგანიზატორებზე აკეთებდა.

მინიშნების გარეშე, პირდაპირ ოპოზიციურ ძალებზე ისაუბრა პრემიერმა ჯერ კიდევ დილით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამართულ შეხვედრამდე.

ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. შსს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით კი, პოლიცია წუხელ ბათუმში პროპორციულად და ადეკვატურად რეაგირებდა.

ავტორები: სალომე ბოკუჩავა, ანა წერეთელი. 

დღის ამბები