17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ჰობი - გიგანტური ხეების მოგზაურობა, რომელიც ბუნებისთვის ხშირად გამოუსწორებელ კვალს ტოვებს

უზარმაზარი მცენარეების ტრანსპორტირებამ ბოლო პერიოდში არაერთი ყოფითი პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას - საათების განმავლობაში გადაკეტილი ბათუმი-ქობულეთის შემაერთებელი გზა, საცობში მოყოლილი მშობიარე ქალი, შეჩერებული რკინიგზა და დროებით აყრილი ლიანდაგები, ჩაჭრილი ელექტროსადენები და ა.შ. თუმცა ეს დროებითი შეფერხებაა, რომელსაც უფრო სერიოზული პრობლემები ახლავს თან.

ივანიშვილის მიერ შერჩეულ თითოეულ ხემდე მისასვლელად, ხშირად, სპეციალური გზის გაყვანაა საჭირო, რასაც დამატებით უამრავი ხე ეწირება. როგორ უმოწყალოდ ითხრება გადასატანი ხეების ირგვლივ უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ყოფილ სახეს ვეღარასდროს დაიბრუნებს.

9 სართულიანი სახლის სიმაღლის ხის გარშემო ნიადაგი ნაყოფიერ ფენასთან ერთად იჭრება. მიმდებარედ კი იჭრება ათობით სხვა ნარგავი.

ზოგიერთმა მოსახლემ ბიძინა ივანიშვილს ხე მიჰყიდა, ზოგმაც კიდევ საჩუქრად გადასცა.

ყველაზე მძიმე სურათი ბუკნარშია. მთა სპორტული მოედნისხელა ფართობზე მოჭრილია, დაგებულია ბეტონი, უკვე წაღებულია წიფელი. უზარმაზარი ევკალიპტი კი გაშიშვლებული ფესვებითაა დატოვებული.

ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილთან 5 ხე მიდის. რა ზარალი ადგება გარემოს, როცა იჭრება ასობით ხე რჩეულების გადასატანად, ითხრება ჰექტრობით მიწა, როგორ ილახება ადამიანის უფლებები, ფერხდება ტრანსპორტის მოძრაობა, იყრება ლიანდაგები, იხსნება ელექტროგადამცემი ხაზები, ფერხდება გაზისა და წყლის მიწოდება - ბიძინა ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ გიგანტური ხეები მისი ჰობია.

 

 

 

დღის ამბები