17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
საგანგაშო მაჩვენებელი - ავტომატური სადგური, რომელიც თბილისის ქუჩებში ჰაერის დაბინძურებას ზომავს 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესასწავლად დედაქალაქის ქუჩები გამოიკვლია და გამოავლინა კონკრეტული ადგილები თბილისში, სადაც ტოქსიკური ნაერთები ბევრად აჭარბებს დაშვებულ ნორმას, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს. 

უკვე მეოთხე თევა წერეთლის 105 ნომერთან ავტომატური სადგურია დამონტაჟებული, რომლის მონაცემების მიხედვით, წერეთლის გამზირზე ჰაერი აზოტის დიოქსიდითაა დაბინძურებული.

წერეთლის გამზირიდან მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ყოველწუთიერად მისდის. ავტომატური სადგური ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ზომავს. ასეთი სიზუსტით ჰაერის დამაბინძურებელთა განსაზღვრა საქართველოში პირველად ხდება.

ქიმიური ნაერთი აზოტის დიოქსიდი, რომელიც გამონაბოლქვის შედეგია, წერეთლის გამზირზე ნორმას სამჯერ აღემატება. მანქანები, რომლებიც ტექნიკურად გაუმართავია, ამ მომწამვლელ ნივთიერებას აფრქვევს, რომელიც შემდეგ ადამიანების ორგანიზმში ილექება.

საქართველოში ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იზრდება და მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. თბილისში სუფთა ჰაერი ნელ-ნელა ქრება, ავტომობილები მრავლდება.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

 

დღის ამბები