17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
"ბათუმი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული

ამ წუთებში ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული. პოლიციის ასეული ავტობუსებსა და ე.წ. პიკაპებშია გადანაწილებული. 

როგორც ცნობილია სამართალდამცველები თბილისის პირველი სამმართველოდან პატრულირებაზე არიან. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან ხვალ კი მათ სხვა ეკიპაჟები შეცვლიან.

 

დღის ამბები