17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
საპატრიარქოში მიმდინარე ბურუსით მოცული პროცესები - მთავარი კითხვები, რომლებიც ისევ პასუხგაუცემელია

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები - კათოლიკოს-პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრებიდან მის გვერდით სულ უფრო ნაკლები ადამიანი დგას. მამა გიორგი მამალაძე ციხეში ზის, პატრიარქის ნათესავი და პირადი დაცვის ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი პოსტიდან გადადგა, ილია მეორის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საჯაროდ თქვა უარი პატრიარქობაზე და ის, ძირითადად, დუმილს ინარჩუნებს, ხოლო ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს, რომელიც ღიად უპირისპირდება შორენას, სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამართული სინოდის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

თეოლოგთა ჯგუფი აპირებს წერილითაც კი მიმართოს უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიებს იმისთვის, რომ მათ განსაჯონ, რამდენად შეესაბამებოდა საეკლესიო კანონებს სინოდის გადაწყვეტილება.

ამ მოვლენების პარალელურად, პროკურატურამ ბრალდებული გიორგი მამალაძის სამხილებელი მტკიცებულებები გამოაქვეყნა - ვიდეო ჩანაწერები, სადაც, თითქოს, ჩანს, როგორ ცდილობს მღვდელი მისი მეგობრის, ირაკლი მამალაძის დახმარებით ციანიდის მოპოვებას.

მაგრამ მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელი დარჩა - ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ან საერთოდ თუ იგეგმებოდა ვინმეს მოკვლა, ან ვის ინტერესებში მოქმედებდა მამა გიორგი.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები