17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
მდგომარეობა ბათუმში - მოსახლეობა მძიმე ღამეს იხსენებს

ბათუმის რამდენიმე ქუჩას გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგები ამ დრომდე ეტყობა. ღამის 11:00 საათიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა, მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, ოფიციალური მონაცემებით, 40 ადამიანი დააკავეს და მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩამტვრეულია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა გარკვეულ შენობებს ფანჯრები მხოლოდ იმიტომ ჩაუმტვრიეს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის საკუთრება ეგონათ.

მოქალაქეები, რომლებიც აქციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ღამე რთული იყო, ზოგიერთი მათგანი სახლში ვერ ჩერდებოდა, რადგან ოთახებში ცრემლსადენი გაზი შევიდა. მათი აზრით, პოლიციამ დროულად ვერ იმოქმედა.

ცრემლსადენ გაზთან ერთად სამართალდამცველებმა ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. რამდენიმე რეზინის ტყვია მოვლენების ეპიცენტრში მყოფ რუსთავი 2-ის ოპერატორს, ლევან კალანდიასაც მოხვდა.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები