17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
11-12 მარტი - "კურიერის" გუნდი ბათუმში დაძაბული ღამის მოვლენებს იხსენებს

კურიერის წამყვანი პაატა იაკობაშვილი ბათუმში, მოვლენების განვითარების ეტაპებს, p.s.-ში იხსენებს. პაატა იაკობაშვილმა რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფებისა და ჟურნალისტების ოპერატიულობასა და იმ წუთებში, დროული გაშუქების მნიშვნელობასა და სირთულეებზე ისაუბრა.

წამყვანის თქმით, ეთერი მთლიანად გადავიდა მიმდინარე აქციის გაშუქებაზე და მთელი რესურსების კონცენტრირება მოხდა ამისკენ, რადგამ იმ მდროს ყველაზ ემნიშვნელოვანი სწორედ ბათუმში მიმდინარე მოვლენები იყო.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი რუსთავი 2-ის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, „რუსთავი 2 არის ის ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ასეთ გადამწყვეტი მომენტებში, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია უჭირავს მას ხელისუფლებასთან მიმართებაში, არის სახელმწიფოებრივი.“

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი საზოგადოების ნაწილის მიერ გაჟღერებულ იმ მოსაზრებებზე საუბრობს, თითქოს ბათუმში გამართული აქცია, რუსთავი 2-ის დაგეგმილი იყო და ეს იყო თბილისში გამართული აქციის გაგრძელება. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გარკვეულ ადამიანებს რუსთავი 2-თვის ამგვარი მეთოდებით მორალური ზიანის მიყენება სურთ.

ზაალ უდუმაშვილმა აქვე 13 ივნისის სტიქიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ, რომ არა რუსთავი 2, მაშინ ზიანი და ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები