17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას აკრიტიკებს

არასაპარკლამენტო ოპოზიცია ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას აკრიტიკებს. ვიცე-პრემიერმა კვირის პალიტრასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი2-თან დაკავშირებით აღსრულდება. თუმცა, მისი თქმით, სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება აღსრულებას არ გეგმავს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, განათლების მინისტრის ამ განცხადებას აკრიტიკებს.

„მგონია, სჯობს, ისევ გადაერთოს რაღაც ხუთკუნჭულასა და ასფურცელაზე, ვიდრე ილაპარაკოს ამ თემებზე... საქართველოსთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, იქნება ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმა, ევროპაზე უარის თქმა, დაბრუნება იზოლაციაში და საბოლოო ჯამში, რუსული გავლენის სფეროში და ამას, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებაში ევროსასამართლოს მიმართ არაკორექტულია.

„გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსი არ საჩივრდება. ის ძალაში არის შესული გამოცხადებისთანავე, მაგრამ ევროპის სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიების სახით მისი შეჩერება და ის ვერ აღსრულდება, თუ ქართული სახელმწიფო უარს არ იტყვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილებაზე,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

დღის ამბები