17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც - გიორგი გვილავა ბათუმის მოვლენებს აფასებს

„ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ნაადრევად უცხადებენ ხოლმე სოლიდარობას მანამ, სანამ გაერკვევიან, რა ხდება,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი ბათუმში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

გიორგი გვილავამ დაპირისპირებაში გადაზრდილი აქციის თაობაზე კურიერი პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი აზრით, ბათუმში ძალიან მძიმე პროცესი განვითარდა და ეს ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რომ ამ პროცესის აღკვეთა დროულად არ მოხდა. ის მომხდარში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს.

„ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებით უკვე გვიან ღამით, მანამ, სანამ უშუალოდ სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩაერთვებოდა საქმეში, ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ რიგითი ადამიანები და თავად სამართალდამცველებიც, რომლებიც თავიდან უმოქმედოდ იყვნენ, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზიანებულიო,“ - აცხადებს გიორგი გვილავა.

მისი აზრით, იმაზე საუბარი, რომ ბათუმში პროცესები ვინმემ დაგეგმა, ჯერ ნაადრევია.

გიორგი გვილავა აცხადებს, რომ საზოგადოებაში გარკვეული დროის განმავლობაში დაუცველობის გრძნობა გაჩნდა, რაც პოლიციის გვიანი რეაგირებით იყო გამოწვეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები