17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს ბათუმში არეულობის მიზეზად სუს-სა და შსს-ს შორის დაპირისპირების ვერსიის დასახელებას

არჩილ თალაკვაძე ბათუმში 2 დღის წინ მომხდარ ფაქტს კურიერის ეთერში აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლება კერძო მესაკუთრეებისადმი მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

„ხელისუფლებამ ნამდვილად გამოიყენა პროპორციული ძალა. პოლიციამ ძალის გადამეტების გარეშე აღკვეთა ვანდალიზმი და ის პროცესები, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმდინარეობდა,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მან აღნიშნა, რომ რეაგირება დროული იყო. ის ენმ-ს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები აქციაში მონაწილეობდნენ.

არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს ხელისუფლების მიმართ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ბათუმში არეულობის მიზეზი სუს-სა და შსს-ს შორის დაპირისპირება გახდა. 

 

 

დღის ამბები