17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ბათუმში სუს-სა და პატრულს შორის დაპირისპირება ცალსახაა - მირდატ ქამადაძე

„ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და პასუხისმგებლობა აიღოს იმ ვანდალიზმზე, რაც ბათუმში განხორციელდა,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და პასუხისმგებლობა აიღოს იმ ვანდალიზმზე, რაც ბათუმში განხორციელდა, ვინაიდან ცალსახაა, რომ თავიდან აქციები დაიწყო მშვიდობიანად,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ქამადაძის თქმით, მოქალაქეები მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი, „ადგილი ძალადობას აქციის მონაწილეების მხრიდან არ აქვს და უცბად გამოდის სპეცნაზი და იწყებს დარბევას ამ მიტინგის“.

„ეს ხალხი უკვე სუსის მიერ არის შემოგზავნილი და სუსსა და პატრულს შორის დაპირისპირებაც ცალსახაა ბათუმში. ამას საუბრობს ყველა მოქალაქე,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ და დასძინა, რომ „ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო და შეშინებული ხელისუფლება, ხელისუფლების, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების, სახელმწიფო ქონების დაცვა, ვერ შეძლო კერძო საკუთრების დაცვა, როგორ შეიძლება, იმედი ჰქონდეთ ადამიანებს და ქვეყნის მოქალაქეებს“.

ქამადაძე ლევან ვარშალომიძის მიერ დაანონსებულ აქციაზეც აკეთებს განცხადებას, რომელიც შემდეგ უკვე ღარ გაიმართა. მისი თქმით, "ლევან ვარშალომიძის განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ მოქმედებების გადასულიყო მშვიდობიან რეჟიმში“.

„ეს ემსახურებოდა იმას, რომ, თუ ადამიანებს ჰქონდათ კიდე რაიმე პროტესტის გრძნობა დარჩენილი, ამ ადამიანებს მოუწოდა, რომ იმ დღეს დამშვიდებულიყვნენ და მეორე დღეს შეიკრიბებოდნენ მშვიდობიანი აქციით,“ - განაცხადა ქამადაძემ.

 

დღის ამბები