17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ჩხვირკია გარიცხულია პარტიიდან - მირდატ ქამადაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მირდატ ქამადაძის, თქმით, ის ბათუმის აქციაზე იმყოფებოდა, რომლის შესახებაც, როგორც თავად აცხადებს, მასმედიის საშუალებით გაიგო. შემდეგ მივიდა ადგილზე სიტუაციაში გარკვევის მიზნით.

ქამადაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ იმ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის აქციაზე ირაკლი ჩხვირკიას აქტიურობის შესახებ, ქამადაძემ განაცხადა, რომ ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია.

„მე ცალსახად და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი,  ჩხვირკია გარიცხულია პარტიიდან, პარტიასთან შეუთანხმებელი, თვითნებური მოქმედებების გამო. მისი განცხადება არ იყო პარტიის პოზიცია, არ გამოხატავდა არც იმ დღეს, არც დღეს და არც მომავალში არ გამოხატავს პარტიის პოზიციას,“ - განაცხადა ქამადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიამ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს სოლიდარობა მომიტინგეებს გამოუცხადა და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდა. ის ასევე მთავრობის გადადგომის და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნით გამოდიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები