17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
გაზეთ ქრონიკა+-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, უფროსი შვილი დააკავეს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, უფროსი შვილი, დავით ხარშილაძე დააკავეს.

ამის შესახებ ელისო კილაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელით შეატყობინა. მისი თქმით, ის შვილს 2 საათის განმავლობაში ვერ პოულობდა.

ცნობილი გახდა, რომ დავით ხარშილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.

ელისო კილაძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ მისი შვილი იმის გამო დააკავეს, რაც მან გაზეთ ქრონიკა პლიუსში 2 კვირის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაწერა.

„ეს არის მასალა, რომელიც ორი კვირის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დავწერე, ორი კვირის თავზე ჩემი შვილი ამ ნაბიჭვრების მძევალია, ნინო ჯღარკავას ძმის ჩათვლით,“ - წერს ელისო კილაძე.

 

დღის ამბები