17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ბათუმის აქცია - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია აქვთ

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. უმრავლესობა ოპოზიციის მტკიცებას, რომ ბათუმში 11 და 12 მარტს მომხდარი მოვლენები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ. სუს-ის დაპირისპირების გამო მოხდა, კატეგორიულად უარყოფს. მმართველი პარტია საპირისპიროს აცხადებს და აქციის პროვოცირებაში ნაციონალურ მოძრაობას ღიად ადანაშაულებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლების ბრალდებები ბათუმში მიმდინარე პროცესების გადაფარვის მცდელობად შეაფასა.

ევროპულმა საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ბათუმის აქციის მოვლენებზე მსჯელობა მოითხოვა. პარტიაში ბათუმში განვითარებულ პროცესებს შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ და მასში ნაციონალური მოძრაობის ჩართულობას გამორიცხავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას გამოძიების დასრულებამდე შეფასებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

არასაპარლამენტო ოპოზიცია უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებებსაც ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დღეს მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაგომაც მოითხოვა.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ორი დღის წინ ბათუმში განვითარებული მოვლენების დეტალურ და დროულ გამოძიებას ითხოვს. ოპოზიცია გამოძიების პროცესისთვის მონიტორინგის გაწევას გეგმავს.

 

 

 

ავტორი: შოთა დიმიტრაშვილი

დღის ამბები