17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაზე საუბრობს

რუსთავი2-ის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

პარლამენტში რუსთავი2-ის საქმეზე განცხადებები გაკეთდა. ეკა ბესელიამ კიდევ უფრო დააზუსტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ვერც უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს შეცვლის და ვერც საქმეს დააბრუნებს წინა ინსტანციებში.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებებს აპროტესტებენ რუსთავი2-ის იურისტები.

იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თინათინ ბურჯალიანმა, სატელეფონო ინტერვიუში დღეს განმარტა, რომ შეჩერების მექანიზმის პირობებში რუსთავი2-ის მიმართ ყველა სახელწიფო უწყების ქმედება წყდება.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.

რუსულ სცენარზე დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაც ალაპარაკდა.

ასეთი შეფასებების მიუხედავად, განათლების მინისტრმა დღეს სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა. ალექსანდრე ჯეჯელავა არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

 

დღის ამბები