17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა - პრეზიდენტს პირველივე დღეს კამპანიის მიზნების განმარტება კიდევ ერთხელ მოუხდა

საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხოდ განხილვის პირველივე დღეს კახეთში კამპანიის მიზნების განმარტება კიდევ ერთხელ მოუხდა.

ქართულ ოცნებაში პრეზიდენტის მიზნების არ სჯერათ. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში სულ სხვა მიზანი მინისტრთა კაბინეტის არაერთმა წევრმა დაინახა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახელმწიფო კომისიის მიღმა განხილვის გამო პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

მმართველი გუნდის მკვეთრ წინააღმდეგობას კითხვის ნიშნის ქვეშ ოპოზიცია რამდენიმე მიზეზით აყენებს. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ხელს მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი შეუწყობს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საზოგადოებისთვის აუცილებელ ნაბიჯად მიაჩნიათ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახელმწიფო კომისია საბოლოო პროექტის მომზადებას აპრილის ბოლოს დაასრულებს. საქართველოს პრეზიდენტი კი მოქალაქეებთან, პარტიებთან და სპეციალისტებთან ერთად ცვლილებების მთავარ საკითხებზე მსჯელობას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.

 

 

ავტორები: ანა წერეთელი, ია გულიაშვილი.

დღის ამბები