17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიდერლანდების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

დიპლომატიური კრიზისის გამწვავების ფონზე ნიდერლანდების ხელისუფლება თურქეთში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს. საგარეო უწყება მოუწოდებს მათ, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დღეს ნიდერლანდების ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალური ანკარა ჰოლანდიის ხელისუფლებას სანქციების დაწესებითაც დაემუქრა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიდერლანდებმა როტერდამში ორი თურქი მინისტრი არ შეუშვა. მათ 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით თურქულ დიასპორასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი.

დღის ამბები