17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
შოტლანდია დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადებას იწყებს

შოტლანდია დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადებას იწყებს. პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჟენის, განცხადებით, ის რეგიონულ პარლამენტს ნებართვის თხოვნით მომავალ კვირაში მიმართავს.

2014 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში შოტლანდიის მოსახლეობის 55%-მა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, თუმცა ხელისუფლების შეფასებით, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ ხალხის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.

თანხმობის შემთხვევაში, შოტლანდიაში ახალი რეფერენდუმი 2019 წლის გაზაფხულამდე ჩატარდება.  

დღის ამბები