17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
არასამთავრობოების განცხადება - მესამე სექტორი ბათუმში მძიმე ღამის მოვლენებს აფასებს

სამოქალაქო სექტორი ბათუმში მომხდარი ძალადობის გამოძიებას საგანგებო განცხადებით ითხოვს. ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ მიმართვაში, რომელსაც 4 ორგანიზაცია აწერს ხელს.

არასამთავრობოები ასევე საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკონტროლო ვანდალიზმისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია. მესამე სექტორი პოზიტიურად აფასებს პოლიციის მიერ პროპორციული ძალის გამოყენებას.

განცხადების ადრესატი, რომელსაც 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, საქართველოს ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები, პოლიტიკურ პარტიები და საქართველოს მოქალაქეები არიან. 

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს დამოუკიდებელი განცხადებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

ანგარიშში წარმოდგენილია 11 მარტის ღამეს განვითარებული მოვლენების ანალიზი და ნათქვამია, რომ ძალადობრივი ინციდენტები სრულიად უკონტროლო იყო და მთავრობას არ გააჩნდა სიტუაციის დეესკალაციის პოლიტიკური სტრატეგია. 

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამჭვირვალედ და დაუყოვნებლივ გამოძების აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლების აჭარაში განვითარებულ მოვლენებს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

დღის ამბები