17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
დაგეგმონ სპეციალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება გაზპრომის თემას - კახი კალაძე ოპოზიციას ხელშეკრულებაზე სასაუბროდ იწვევს

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, ნაციონალურ მოძრაობას გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ იწვევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სატელევიზიო გადაცემაშიც თავის მოადგილეებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ევროპული საქართველოს წევრებთან ერთადაც იმსჯელებს ამ საკითხზე.

„თუ მათ შოუს მოწყობა სურთ, ამაშიც მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა, ოღონდ ვთავაზობ ალტერნატივას. ეს არის მათი ტელევიზია - რუსთავი2 და შეუძლია, დაგეგმონ სპეციალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება გაზპრომის თემას,“ - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 

დღის ამბები