17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
პიარ კამპანია, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა - კახა კალაძე

„პიარ კამპანია, რომელიც მან წამოიწყო კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა,“ - ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს და მის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართულობის საშუალება ჰქონდა.

„არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც. არცერთი მათგანი არ მისულა კომისიაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის, აზრით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

დღის ამბები