17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
შიმშილობა დასრულებულია - ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებმა ხელისუფლებას 2-კვირიანი ვადა მისცეს

დაფინანსებაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დგას საქართველოში არსებული ერთადერთი სტაციონარი, სადაც მკურნალობას ფსიქიკური პრობლემების მქონე მოზარდები გადიან. რამდენიმესაათიანი შიმშილობა ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. 

მოშიმშილე მშობლებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების წესი შეიცვალა, ბენეფიციარებს ამ სერვისს მიღების საფრთხე არც მომავალში შეექმნებათ.

ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირე ტიპის ფსიქიატრიული დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში, ბავშვებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ.

ფსიქიატრიული ჯანმრთელობის არსებული მიდგომების ცვლილებისთვის ხელისუფლებას ისინი 2-კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

 

 

დღის ამბები