17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
იმისთვის, რომ შექმნა ერთიანი სახელმწიფო, შენ ამ საზოგადოებას უნდა ჰკითხო, რანაირად უნდა, ეს ერთიანობა შექმნას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი კახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯაროდ განხილვისას საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ ვსაუბრობთ და ერთად ვგეგმავთ იმ საერთოს, იმ ზოგად ჩარჩოს, კანონს, როგორც ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ვიყოთ უფრო ერთიანი, უფრო გაერთიანებული, უფრო ძლიერი ქვეყანა. სხვა ფორმატი რეალურად არ არსებობს, რადგან იმისთვის, რომ შექმნა ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი სულისკვეთება, ერთიანი საზოგადოება შენ ამ საზოგადოებას უნდა ჰკითხო, რანაირად უნდა, ეს ერთიანობა შექმნას, რა წესების ირგვლივ უნდა, რომ გაერთიანდეს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

 

 

ავტორები: ანა წერეთელი, ია გულიაშვილი.

დღის ამბები