17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
თუ ეს კეთდება ჩემზე ზემოქმედებისათვის, ახლავე გეუბნებით, რომ პასუხი არის "არა" - ელისო კილაძე უფროსი შვილის დაკავებაზე საუბრობს

„თუ ეს კეთდება ჩემზე ზემოქმედებისათვის, ახლავე გეუბნებით, რომ პასუხი არის არა,“ - ელისო კილაძე უფროსი შვილის დაკავების თაობაზე აცხადებს.

ის ფიქრობს, რომ მისი შვილი, დავით ხარაშილაძე, რამდენიმე კვირის წინ ქრონიკა პლიუსში გამოქვეყნებული სტატიის გამო დააკავეს.

„ეს ნარკოტიკი მას ჩაუდეს იმიტომ, რომ მას ახლა აქვს ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ სრულიად წარმოუდგენელია. პირდაპირ გეტყვით, ცეჰეპატიტის მკურნალობის პროცესში ვართ და უკვე სამ კვირაში მან უკვე ეს წამალი უნდა მიიღოს. ამ პერიოდში, როდესაც ის ამ მკურნალობის კურსს გადის, ნარკოტიკების მიღებაზე საუბარი სრულიად არის ზედმეტი. ჩაუდეს? კი, ბატონო, შევეცდები, რომ მისი სიმართლე ბოლომდე გავიტანო. ვერ გავიტან? ბევრი ადამიანი ზის ციხეში და ჩემი შვილი იქნება ერთ-ერთი მათგანი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები