17 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე - კახა კალაძე საკუთარ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ასევე სცადა იმ ფრაზის განმარტება, რომელიც მან ბათუმის მოვლენების შეფასებებისას გამოიყენა. უფრო კონკრეტულად კი, კახა კალაძემ თქვა, რომ „თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად მივხვდებით, ვის ინტერესში შედიოდა, მომხდარიყო დაპირისპირება ერთნიკურ ნიადაგზე“.

კახა კალაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობდა ამ ფრაზაში.

„მე რა განცხადებაც გავაკეთე, მემგონი ცხადად იყო იქ გასმული, კონკრეტული პიროვნებების განცხადებები და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ შეგიძლიათ, ამიხსნათ, რას ნიშნავს თათარი, სათათრეთი? ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას ის კონკრეტული ადამიანები, აჭარის მოსახლეობას?“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე არ ადასტურებს, იმას, რომ ფრაზის ავტორი პოლიციის უფროსია.

„მე ამას არ ვადასტურებ. ამას იძახდა გაურკვეველი ადამიანების ჯგუფები, სხვათაშორის, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები