17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
სოსო ოხანაშვილი არანაირ შემხებლობაში არ არის - მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. ადვოკატების განცხადებით სასულიერო პირმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა. მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყების მიერ კრიტიკული შეკითხვებიც იყო დასმული.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ თანხებთან დაკავშირებითაც პროკურატურის შეკითხვებს უპასუხა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს კრედიტი ჰქონდა გამოტანილი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, საპატრიარქოსთან დაკავშირებით დამატებით ჩვენება მისცა.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, წმინდა სინოდის წევრებისგანაც უნდა მიიღონ პასუხები. მიხეილ რამიშვილი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან დაკავშირებითაც აღნიშნავს, რომ „სოსო ოხანაშვილი არანაირ შემხებლობაში არ არის“.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, საგამოძიებო უწყებას მამა გიორგი მამალაძემ განუცხადა, რომ მას ციანიდი არ უყიდია. გიორგი ფანცულაიამ ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყების მიერ საქმესთან შეუსაბამო შეკითხვებიც ჰქონდა, რის მაგალითადაც საპატრიარქოს კლინიკის შიდა მართვის დეტალებთან დაკავშირებული კითხვები მოჰყავს. 

დღის ამბები