17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
პროკურორი მამა გიორგი მამალაძის ჩვენებას "აბსურდულს" უწოდებს

„ჩვენ მიერ დასმულ ვერცერთ მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხი ვერ გასცა,“ - პროკურორი ჯარჯი წიკლაური ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვას აფასებს.

დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ჯარჯი წიკლაური მამა გიორგის პასუხებს ბრალის სხვაზე  გადაბრალების „უსუსურ მცდელობას“ უწოდებს.

„იმდენად აბსურდულია ბრალდებულის ჩვენება, რომ თავიდან ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს, შემდეგ ახალი ვერსია შემოგვთავაზა, რომ ამ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას,“ - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

ის აღნიშნავს, რომ მამა გიორგის მიერ წარმოდგენილი ვერსიების დაუჯერებელია. მისი თქმით, დეკანოზმა ვიდეოჩანაწერებში თავის სიტყვებს ხუმრობა უწოდა.

პროკურატურა მტკიცებულებებისა და მამა გიორგის ჩვენების გასაჯაროებას არ აპირებს.

რაც შეეხება პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილ უფროსს, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, სოსო ოხანაშვილს საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.

დღის ამბები